21 დეკემბერი 2024,   20:46
ვრცლად
იბერიას საქმე და სკანდალური აუდიოჩანაწერები - ლევან ყიფიანი პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფება

სპორტის ყოფილი მინისტრი, ლევან ყიფიანი ამ წუთებში პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება. ის საგამოძიებო ორგანოში ადვოკატთან ერთად მივიდა, თუმცა სპორტის ყოფილ მინისტრს საგამოძიებო ორგანოში შესვლამდე კომენტარი არ გაუკეთებია. მან არ დააკონკრეტა რა ინფორმაციას მიაწვდის გამოძიებას და აქვს თუ არა კავშირი გავრცელებულ სკანდალურ ჩანაწერებთან. 

პროკურატურაში ლევან ყიფიანი ტელეკომპანია "იბერიასა" და ომეგა ჯგუფის საქმეზე დაიბარეს. გავრცელებულ აუდიოჩანაწერებში სავარაუდოდ სწორედ ყიფიანი ომეგას დამფუძნებელს ტელეკომპანიის დათმობას და პრობლემების მოგვარების სანაცვლოდ 3.5 მლნ. ლარის გადახდას სთავაზობს.

 

დღის ამბები