21 დეკემბერი 2024,   20:38
ვრცლად
კრემლის პროპაგანდისტი ჟურნალისტის ვიზიტი საქართველოში, რომელსაც ტურიზმის ადმინისტრაციამ უმასპინძლა-ჩოგოვაძე განმარტებებს აკეთებს

„ეს ადამიანი დაამზადებს  მაღალრეიტინგულ გადაცემას, რომელიც მოიზიდავს საქართველოში ტურისტებს,“-ასე განმარტავს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ტელეკომპანია „რასიას“ ერთ-ერთი ჟურნალისტის საქართველოში სტუმრობას. კრემლის პროპაგანდისტს ანდრეი მალახოვს სწორედ ტურიზმის ეროვნული სააგენტო მასპინძლობდა. გიორგი ჩოგოვაძე ამბობს, რომ მისი სტუმრობა გამართლებულია, რადგან საქართველოს ბევრად მეტი მოგება ექნება რუსი ტურისტების მხრიდან დახარჯული თანხებიდან.

„ამ ადამიანის  მოგზაურობა ეძღვნება საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ გადაცემის დამზადებას.  გამართლებულია იმ კუთხით, რომ ბევრად მეტი ამონაგები ექნება ჩვენს ქვეყანას რუსი ტურისტებიდან შემოსული და დახარჯული თანხების მიხედვით. ეს ადამიანი დაამზადებს  მაღალრეიტინგულ გადაცემას, რომელსაც მილიონობით ადამიანი ნახავს  და რომელიც პირველ რიგში მოიზიდავს საქართველოში ტურისტებს და შეიძლება ინვესტორებსაც,“-განაცხადა საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ. 

დღის ამბები