21 დეკემბერი 2024,   21:12
ვრცლად
დიახ! რუსეთმა დაიწყო 2008 წლის 7 აგვისტოს ომი... დიახ! რუსეთი საქართველოს მტერია! - სალომე ზურაბიშვილის ძმა განცხადებას ავრცელებს 

დამოუკიდებელი და მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის მიერ, 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს, სალომე ზურაბიშვილის ძმა ეხმაურება.

ოთარ ზურაბიშვილი, რომელიც საფრანგეთში ქართველთა სათვისტომოს პრეზიდენტის შეფასებას სოციალურ ქსელში ავრცელებს და წერს:

„ დიახ! რუსეთმა დაიწყო 2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომი. დიახ! რუსეთი განაგრძობს დღეს ამ ომს ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაძლიერებული მილიტარიზაციით და პროვოკაციებით. დიახ! რუსეთი საქართველოს მტერია. დიპლომატიური გზა უდავოდ გამოსავალია, მხოლოდ ამ ობიექტურ რეალობაზე დაყრდნობით და არა მისი უარყოფით შეიძლება სტრატეგიის აგება.  თუ კი ნამდვილ ფაქტებზე თვალებს დავხუჭავთ, ამით რუსეთის პოლიტიკა არ შეიცვლება." - წერია განცხადებაში

დღის ამბები