21 დეკემბერი 2024,   21:22
ვრცლად
ეუთო-ს უმაღლეს კომისარი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა

საქართველოში ვიზიტად მყოფი ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში ეუთო-ს უმაღლეს კომისარი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს დავით დონდუას შეხვდა.

ყურადღება გამახვილდა ეროვნული უმცირესობების უფლებათა დაცვის კუთხით საქართველოში არსებულ მდგომარეობასა და ქვეყნის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ ცხოვრებაში მათი ინტეგრაციის საკითხებზე.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ლამბერტო ზანიერის შეხვედრები საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

„ახალ რანგში საქართველოში ჩემი პირველი ვიზიტის დროს ყურადღებას ეროვნული უმცირესობის ინტეგრაციის საკითხებზე გავამახვილებ. ამ კონტექსტში სახელმწიფო ენის სათანადოდ სწავლების უზრუნველყოფა პრიორიტეტს წარმოადგენს, რადგან ეს წარმატებული ინტეგრაციის წინაპირობაა. მნიშვნელოვანია უმცირესობების წარმომადგენლებმა იგრძნონ რომ ისინი არიან ქვეყნის ეკონომიკური და ადმინისტრაციული საქმიანობის ნაწილი. ვიზიტის ფარგლებში აფხაზეთშიც მივემგზავრები. ვთვლი, რომ რეგიონის რთული ისტორიიდან გამომდინარე, ეს მნიშვნელოვანია როგორც ფაქტების მოძიების, ასევე ადამიანების დაახლოების მიზნით თანამშრომლობის შესაძლო არეალის აღმოჩენის კუთხით,”-განაცხადა ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში ეუთო-ს უმაღლეს კომისარმა ლამბერტო ზანიერმა.

დღის ამბები