ისანი-სამგორის პოლიციის განყოფილებაში "ლიბერალის“ რედაქტორზე თავდასხმასთან დაკავშირებული საგამოძიებო მოქმედებები გვიან ღამემდე გაგრძელდა.
ზურაბ ვარდიაშვილს გამომძიებლებმა ფოტოები უჩვენეს, თუმცა მან სავარაუდო დამნაშავეების ამოცნობა ვერ შეძლო.
„დამატებითი დეტალები არ ვიცი. მთხოვეს ამომეცნო, მაჩვენეს ფოტო-სურათები გამოძიებამ თავიდანვე იცოდა, რომე მე თავდამსხმელების სახეების თვალის შევლებაც ვერ შევძელი.
გამომძიებელმა მითხრა, რომ არ მინდა მოვლენებს გავუსწროთ, აი ხვალ დილით რომ გაიღვიძებ და დარეკავ გეტყვით რა პასუხსაც დაგახვედრებთ“-ამბობს ვარდიაშვილი.
ეჭვმიტანილი პოლიციელებმა, სავარაუდოდ, დააკავეს. გამოძიება ცემის მუხლით მიმდინარეობს.
რამდენიმე პირი "ლიბერალის" რედაქტორს თავს შაბათს დაესხა. ერთ-ერთი ვერსიით, თავდამსხმელებს ვარდიაშვილი სხვა პიროვნებაში აერიათ.