21 დეკემბერი 2024,   20:45
ვრცლად
საგანელიძეს რომ არ ჰქონდეს რაიმე ინტერესი, ასეთი გააფთრებული ბრძოლა არ იქნებოდა ჩემს წინააღმდეგ - რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი 

რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი, საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელის მოთხოვნას - გადადგეს გენერალური დირექტორი და საავადმყოფოში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური შევიდეს, მენეჯმენტის წინააღმდეგ მიზანმიმართულ შეტევას უწოდებს. 

საავადმყოფოს დირექტორი აცხადებს, რომ ფონდის აღმასრულებელ დირექტორს, დავით საგანელიძეს კონკრეტული ინტერესი აქვს, მას საავადმყოფოს დანგრევა სურს. ავთანდილ იმედაძის განცხადებით, სხვა შემთხვევაში საგანელიძის შეტევა საავადმყოფოს მენეჯმენტზე გაუგებარია.

დირექტორი რესპუბლიკურ საავადმყოფოში რაიმე სახის ფინანსურ დარღვევას გამორიცხავს და ამბობს, რომ საგანელიძის ფონდს, რომლის ბალანსზეცაა რესპუბლიკური საავადმყოფო, საზოგადოება შეცდომაში განზრახ შეჰყავს. 

"დავით საგანელიძეს ინტერესი აქვს ერთი - ქვეყნის დანგრევის, ეს ვიცი. ჩვენი კლინიკის დანგრევის ინტერესი აქვს- ეს ნამდვილად ვიცი. უკანონობის ინტერესი აქვს- ეს ნამდვილად ვიცი. რომ არ ჰქონდეს რაიმე ინტერესი, რა თქმა უნდა, ასეთი გააფთრებული ბრძოლა არ იქნებოდა ჩემს წინააღმდეგ.

არ ვიცი რა ფინანსურ დარღვევებზე ლაპარაკობენ ეს ალბათ, მათი იმპროვიზაციაა. რის ფინანსური დარღვევები?- ნუ შეჰყავთ ხალხი შეცდომაში“-ამბობს რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი ავთანდილ იმედაძე.

დღის ამბები