21 დეკემბერი 2024,   20:44
ვრცლად
დავით ბაქრაძე გარდაბანში ამომრჩევლებს შეხვდა

"ევროპული საქართველოს" პრეზიდენტობის კანდიდატი, დავით ბაქრაძე გარდაბანში ამომრჩევლებს შეხვდა. გარდაბანში მოსახლეობა სასმელი წყლის არასტაბილურ მიწოდებასა და  სამუშაო ადგილების არარსებობაზე საუბრობს.

ბაქრაძემ მოსახლეობას საარჩევნო პროგრამის პრიორიტეტები გააცნო.

პრეზიდენტობის კანდიდატმა მხარდამჭერებთან პენსიისა და სოციალური დახმარების გაზრდაზე, დევნილთა პრობლემების გადაჭრაზე, უცხოეთში სამუშაოდ წასულთა დახმარებასა და საზღვარგარეთ სტუდენტების სწავლის დაფინანსებაზე ისაუბრა.

„პრობლემების მოგვარების, ცვლილებების და უკეთესობის გზა გადის არჩევნებზე და ამ არჩევნებზე უნდა ავირჩიოთ არა ერთი ადამიანი, არა კაბინეტში გამოკეტილი პრეზიდენტი, რომელიც 6 წელს გაატარებს კაბინეტში არაფრის კეთებით, არამედ უნდა ავირჩიოთ ჩვენი უკეთესი მომავალი უნდა ავირჩიოთ ისეთი პრეზიდენტი და ისეთი პოლიტიკური ძალა, რომელიც იქნება ხალხთან,“-განაცხადა დავით ბაქრაძემ.

დღის ამბები