21 დეკემბერი 2024,   20:40
ვრცლად
"მნიშვნელოვანია დადგინდეს, მართლაც იყვნენ ეს პირები ამ პროცესში ჩართულნი თუ არა" - წულუკიანი "იბერიას" საქმესა და სკანდალურ ჩანაწერზე

მედიასა და ბიზნესზე განხორციელებული შესაძლო ზეწოლის შესახებ სკანდალური ჩანაწერების "რუსთავი 2"-ის ეთერით გავრცელების შემდეგ, ოპოზიციასთან ერთად გამოძიების აუცილებლობასა და მნიშვნელობაზე მინისტრთა კაბინეტის წევრები საუბრობენ.

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, ის ოპონენტებისგან განსხვავებით კონკრეტული მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობის დაყენებას ვერ მოითხოვს, რადგან ეს არასწორი იქნება. თუმცა მინისტრი ფიქრობს, რომ გამოძიება "ომეგა ჯგუფთან" და ტელეკომპანია "იბერიასთან" დაკავშირებით გავრცელებული ყველა ჩანაწერით უნდა დაინტერესდეს.

თეა წულუკიანის განცხადებით, მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში საგამოძიებო ორგანოებმა ახალი ჩანაწერიც უნდა შეისწავლონ, რათა დადგინდეს ჰქონდა თუ არა კონკრეტულ პირებს ბიზნესზე ზეწოლის მცდელობა.

წულუკიანის თქმით, გამოძიებამ ისიც უნდა დაადგინოს ჩანაწერში მოხსენიებული სახელები და გვარები რეალურად ფიგურირებდნენ თუ არა რაიმე სახის გარიგებაში და თუ ფიგურირებდნენ რა დოზით. 

„აქ მთავარი არის ალბათ ის, რომ რაკი გამოძიება დაწყებულია, გამოძიება დაინტერესდეს არამხოლოდ იმ პირველი ჩანაწერით, რომელიც სათავედ დაედო ამ სისხლის სამართლის გამოძიების პროცესს არამედ ყველა მომდევნო გამჟღავნებული ინფორმაციით, თუ ჩანაწერით, რათა დადგინდეს ვის რა როლი ჰქონდა.

იმიტომ რომ დღეს ჩვენ ვისმენთ ჩანაწერებში სხვადასხვა სახელებისა და გვარების მოხსენიებას, მაგრამ მნიშვნელოვანია დადგინდეს, მართლაც იყვნენ ეს პირები ამ პროცესში ჩართულნი თუ არა. სანამ ამაზე გამოძიება თავის სათქმელს მტკიცებულებებზე დაყრდნობით არ იტყვის, რა თქმა უნდა,  ჩემი მხრიდან სპეკულაციები იქნებოდა ვინმეს როლზე დღეს საუბარი“-აცხადებს თეა წულუკიანმა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები