21 დეკემბერი 2024,   20:38
ვრცლად
გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი სოფელ ყვიბისის და ხერთვისის მოსახლეობას შეხვდა

გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე სოფლებში ყვიბისის და ხერთვისის მოსახლეობას შეხვდა. ადგილობრივები გაჩერებულ ინფრასტრუქტურაზე უმუშევრობასა და მკვლელებისადმი ხელის დაფარებაზე საუბრობენ. 

გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დაიწყება რეგიონში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, რაც მოიტანს ათასობით სამუშაო ადგილებს, პენსია გაიზრდება 400 ლარამდე და დაიწყება სოფლის მეურნეობის პროგრამების განხორციელება.

გრიგოლ ვაშაძის თქმით, დამნაშავეები პასუხს აგებენ დამოუკიდებელი სასამართლოს წინაშე.

„ადგილობრივების ავტომობილები სადგომზე უყენიათ უკვე წელიწად-ნახევარზე მეტია და ლპება, ამ დროს ყველას აქვს ბანკის კრედიტი აღებული, მანქანა კრედიტით აქვთ ნაყიდი და ოჯახს ბოლო საშუალება, რომ რაღაცა მცირე, მაგრამ სტაბილური შემოსავალი ჰქონდეს ისიც კი წაართვა, ეს ხელისუფლება არ არის, ეს არის რეკეტიორების და ნარკომოვაჭრეების ბანდა,"- განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

დღის ამბები