21 დეკემბერი 2024,   21:19
ვრცლად
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებმა საოკუპაციო ხაზი მოინახულეს

საქართველოში ვიზიტით მყოფი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებმა დღეს საოკუპაციო ხაზი მოინახულეს.

გორის რაიონის სოფელ დიდ ხურვალეთში მათ მოისმინეს ინფორმაცია ოკუპაციის გამო ადგილზე შექმნილი ვითარების შესახებ.

ისინი შეხვდნენ და ესაუბრნენ ადგილობრივ მოსახლეობასაც.

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო ქაცარავას, თქმით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრების ვიზიტი საოკუპაციო ხაზთან ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, რადგან ის შემდგომში რეზოლუციებშიც აისახება.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრის თქმით, ქვეყნის ტერიტორიის ოკუპაცია საერთაშორისო სამართლის ნორმებს ეწინააღმდეგება.

დღის ამბები