21 დეკემბერი 2024,   20:38
ვრცლად
"ომეგა" ჯგუფი იმ დოკუმენტაციას ასაჯაროებს, რომლის მიხედვითაც დასტურდება, რომ ფინანსთა სამინისტროს გადასახადების რესტრუქტურიზაციის თაობაზე მან ნამდვილად მიმართა

"ომეგა" ჯგუფი იმ დოკუმენტაციას ასაჯაროებს, რომლის მიხედვითაც დასტურდება, რომ ფინანსთა სამინისტროს გადასახადების რესტრუქტურიზაციის თაობაზე მან ნამდვილად მიმართა. ომეგა ჯგუფში შემავალი კომპანია "ოჯითის" განაცხადი გასული წლის 24 აპრილით თარიღდება, მასში დეტალურად არის წარმოდგენილი რესტრუქტურიზაციის მიზეზები. მიუხედავად ამისა, უწყებამ შესაბამისი კომისიის სხდომის დანიშვნაც კი საჭიროდ არ ჩათვალა. ამ ფაქტის გამო, თითქმის ერთი წლის შემდეგ "ომეგა" ჯგუფმა უკვე ფინანსთა სამინისტროს წინააღმდეგ სარჩელით საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მიმართა. 

"ამ კომპანიის მიზანს არ წარმოადგენს დავალიანების არგადახდა, ამ კომპანიის მიზანია გადაიხადოს აღნიშნული დავალიანება, შეიტანოს თანხა ბიუჯეტში,"-აცხადებს ადვოკატი, გიორგი ფანცულაია.

პარალელურად კი არასაპარლამენტო ოპოზიცია ტელეკომპანია "იბერიას" გადასარჩენად სპეციალური კომიტეტის შექმნას და უკვე აქციებს აანონსებს. ”საქართველოს ევროპელი დემოკრატების” თავმჯდომარე პაატა დავითაია აცხადებს, რომ ტელეკომპანია ისევე უნდა დაიცვან, როგორც თავის დროზე "რუსთავი 2"-ს იცავდნენ და ეს პროცესი ახლაც გრძელდება.

"გვაქვს გარკვეული ინფორმაციები, რომელიც ძალიან მალე გამჟღავნდება ამ საქმესთან დაკავშირებით,"-აცხადებს პაატა დავითაია. 

დღის ამბები