21 დეკემბერი 2024,   20:43
ვრცლად
"ადვოკატი ამბობს, რომ ამის მტკიცებულებები გააჩნია," - გიორგი გახარია აუდიოჩანაწერში არ ფიგურირებს, თუმცა მის წინააღმდეგ ლონდონის სასამართლოში "ომეგა ჯგუფის" სარჩელი შევიდა

ლონდონის სასამართლოში „ომეგა ჯგუფი“ მოქმედ და ყოფილ მაღალჩინოსნებთან ერთად სარჩელს კომპანიის ბრიტანელი ადვოკატი შს მინისტრის, გიორგი გახარიას წინააღმდეგაც ამზადებს.

გიორგი გახარია იმ გავრცელებულ აუდიოჩანაწერებში, სადაც თამბაქოს ბიზნესისა და კომპანიის წილების გადანაწილებაზეა საუბარი, არ ფიგურირებს.

არ არის გამორიცხული, რომ არსებობდეს ისეთი ჩანაწერი, სადაც გიორგი გახარიას სახელი და გვარია ნახსენები.

„იბერიას“ დამფუძნებელი ნატო ჩხეიძე ახალ ჩანაწერებზე არ საუბრობს, თუმცა ამბობს, რომ მათ მიერ დაქირავებულ ბრიტანელ უფლებადამცველს ის მტკიცებულებები აქვს, რომელიც სარჩელის მისაღებად საკმარისია.

„სარჩელი შედგენილია იმ ფორმულირებით, რა ფორმულირებაც იქაურმა კანონმდებლობამ ჩათვალა საჭიროდ. როგორც ადვოკატი ამბობს ამის მტკიცებულებები გააჩნია. ფარულ აუდიო ჩანაწერებზე ვერაფერს მოგახსენებთ, მაგრამ სასამართლო პროცესზე რომ უნდა წარდგნენ და იქ ილაპარაკონ ახდილად ეს აშკარაა“-ამბობს ჩხეიძე.

ნატო ჩხეიძე დღეს პარლამენტის თავმჯდომარის გუშინდელ განცხადებასაც გამოეხმაურა.

„მთავარი მოწოდება, რაც პარლამენტის თავმჯდომარემ გუშინ ბრძანა იყო, რომ უნდა დაიჭირონ ოქუაშვილი. ეს არის მესიჯი პროკურატურის მიმართ, თუ როგორ უნდა წარმართოს საქმე.

როდესაც ჩუბინაშვილი ყველა აუდიოჩანაწერში იძახის იმას, რომ ჩხარტიშვილს კოლოფზე 2.5 მიაქვს ზევით, ხოლო ოქუაშვილი იძახის, რომ არ მისცა ტელეკომპანია "იბერია" და არ მისცა კონტრიბუცია, ამ მოცემულობაში ვინ არის დასაჭერი ძალიან ადვილი გამოსაცნობია,“-ამბობს ნატო ჩხეიძე.

დღის ამბები