საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და მისი მეუღლის სახელით ორგანიზებულ ოფიციალურ სადილს დაესწრო.
მიღება ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიის მონაწილე ქვეყნების დელეგაციების ხელმძღვანელთა პატივსაცემად გაიმართა.
შეხვედრაზე შეერთებული შტატების პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.