21 დეკემბერი 2024,   20:40
ვრცლად
"მე ვთხოვ ყველა პოლიტიკურ ლიდერს, მოვიდნენ და დაგვიდგნენ გვერდით, იმიტომ რომ ეს მკვლელები უნდა მოვაშოროთ ამ ქვეყანას," - ზაზა სარალიძე 

პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე, დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ პოლიტიკურ ლიდერებს მათ გვერდით დგომისკენ მოუწოდა. 

ამ წუთებში, თბილისში, პარლამენტის შენობის წინ შვილმოკლული მამების აქცია მიმდინარეობს. 

„მთელი 9 თვის განმავლობაში, სულ ერთი და იგივე მესმის, რომ პოლიტიკურად მართულია ზაზა სარალიძე, პოლიტიკურად მართულია მალხაზ მაჩალიკაშვილი. დღემდე ვნარჩუნდებით მაქსიმალურად ყველანაირად, რომ აპოლიტიკური ყოფილიყო ეს აქციები, მაგრამ მთელმა ხელისუფლებამ თავად გადაიტანა პოლიტიკურად ეს პირდაპირ პოლიტიკურად გდევნიან. პოლიტიკამ მოუკლა მალხაზ მაჩალიკაშვილს შვილს, პოლიტიკოსები აფარებენ ჩემი შვილის მკვლელებს ხელს. მე ვთხოვ ყველა პოლიტიკურ ლიდერს, მოვიდნენ და დაგვიდგნენ გვერდით, იმიტომ რომ ეს მკვლელები უნდა მოვაშოროთ ამ ქვეყანას. ვთხოვ როგორც შვილმოკლული მამა, ვთხოვ დაგვიდგნენ ყველა გვერდით, რათა ეს მარაზმი კობახიძეები დავასრულოთ ამ ქვეყანაში,“ - განაცხადა ზაზა სარალიძემ. 

დღის ამბები