21 დეკემბერი 2024,   20:59
ვრცლად
შვილმოკლული მამების აქციაზე პარლამენტის წინ ვითარება რამდენჯერმე უკიდურესად დაიძაბა

შვილმოკლული მამების აქციაზე პარლამენტის წინ ვითარება რამდენჯერმე უკიდურესად დაიძაბა. ფიზიკური დაპირისპირება ზაზა სალარიძეს, მალხაზ მაჩალიკაშვილს, მათ მომხრეებსა და პოლიციას შორის კარვების გაშლის გამო მოხდა.

პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე კარვების გაშლის მცდელობას მორიგი შეხლა-შემოხლა რამდენიმე წუთის წინაც მოყვა.

ამინდის გაუარესების გამო კარავი ადგილზე ახალგაზრდებმა მიიტანეს და მათი გაშლა სცადეს, რის უფლებაც აქციის მონაწილეებს პოლიციამ არ მისცა.

ახლა პარლამენტთან ვითარება სტაბილურია, მაგრამ კარვები გაშლილი არ არის. ამის მიუხედავად, ზაზა სარალიძე მალხაზ მაჩალიკაშვილი და მათი მხარდამჭერები კიბეებზე რჩებიან და ღია პროტესტს აგრძელებენ.

ამ წუთებში კი შვილმოკლული მამებთან მხარდაჭერის გამოსახატად პოლიტიკოსები მივიდნენ. პარლამენტთან გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები იმყოფებიან. 

დღესვე ელისო კილაძემ განაცხადა, რომ სუს-ი გეგმავს ხვალ დამონტაჟებული ფარული ჩანაწერის გავრცელებას, სადაც ზაზა სარალიძე პოლიტიკოსებს ესაუბრება. სწორედ ამიტომ მიიღეს დღეს პოლიტიკური აქციების დაწყება.

კილაძემ ასევე, გააკრიტიკა პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე გუშინ გაკეთებული განცხადების გამო, როდესაც მან აღნიშნა, რომ პარლამენტის წინ ენმ-ის აქცია მიმდინარეობს.

ელისო კილაძე საპარლამენტო პარტიებს მოუწოდებს, დაიწყონ ირაკლი კობახიძის იმპიჩმენტის პროცედურა.

დღის ამბები