მაკედონიაში ისტორიული რეფერენდუმი მიმდინარეობს. მოსახლეობამ ერთადერთ შეკითხვას უნდა უპასუხოს - სურთ თუ არა რომ ქვეყანას სახელი შეეცვალოს და ჩრდილოეთ მაკედონია ეწოდოს. თუ ელექტორატის უმრავლესობა ამ ინიციატივას დასთანხმდება, ეს მკვეთრად შეამცირებს მეზობელ საბერძნეთთან დაძაბულობას და ქვეყანას ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ერთადერთ დაბრკოლებას მოუხსნის. მაკედონიისთვის სახელის გადარქმევას ათენი ნახევარ საუკუნეზე მეტია ითხოვს. საბერძნეთში აცხადებენ, რომ დედამიწაზე მხოლოდ ერთადერთი ტერიტორია უნდა იყოს, რომელიც მაკედონიის სახელს ატარებს.