26 დეკემბერი 2024,   17:57
ვრცლად
ერისთავის თეატრმა გორში 174-ე სეზონი პრემიერით გახსნა

ერისთავის თეატრმა გორში 174-ე სეზონი პრემიერით გახსნა.

წარმოდგენილი იყო პაულო ჯენოვესის კინოსცენარის მიხედვით, დავით ჩხარტიშვილის მიერ დადგმული წარმოდგენა "იდეალური უცნობები."

სპექტაკლი მესამე სივრცის, ექსპერიმენტულ პროექტთა რიგს განეკუთვნება, თუმცა დიდი დარბაზის სცენაზე დაიდგა.

სცენაზევე იყო მოწყობილი პარტერი მაყურებლისთვის. გარდა ამისა თეატრში მისულ მაყურებელს ფოიეში მუზეუმში დაცული ექსპონატების გამოფენაც დახვდა.

გამოტანილი იყო თეატრის სიძველის დამადასტურებელი აფიშები, კოსტუმები, გასული საუკუნის 20-იანი წლების ჩანახატები და ესკიზები.

დღის ამბები