26 დეკემბერი 2024,   17:49
ვრცლად
ბორჯომის ხეობაში, სოფელ დაბაში, ხანძრით დაზიანებული ტყის მასივის გაწმენდითი სამუშაოები თითქმის დასრულებულია

ბორჯომის ხეობაში, სოფელ დაბაში, ხანძრით დაზიანებული ტყის მასივის გაწმენდითი სამუშაოები თითქმის დასრულებულია. ტერიტორიიდან გაიტანეს ხანძრით დაზიანებული ხეები, ჩატარდა პერიმეტრზე ღობის მთლიანობისა და ნიადაგის აღდგენასთან დაკავშირებული ღონისძიებები.

„გაწმენდითი სამუშაოები სოფელ დაბაში, ნახანძრალ ტერიტორიაზე თითქმის დამთავრებულია, რის შემდეგაც დაიწყება დარგვის სამუშაოები. საყურადღებოა, რომ ძირითადად დასაქმებულია ადგილობრივი მოსახლეობა,“-განაცხადა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა თორნიკე გვაზავამ. 

პირველ ეტაპზე აღდგენას 250 ჰა. ფართობი ექვემდებარება. მხოლოდ შემოდგმოს სეზონზე დაირგვება 400 ათასამდე წიწვოვანი სახეობის ნერგი.

დარგვის სამუშაოები ოქტომბრის თვის დასაწყისში დაიწყება.

 

დღის ამბები