26 დეკემბერი 2024,   18:40
ვრცლად
გზისა და სანიაღვრე სისტემის გარეშე დარჩენილი სოფლები - ჩუმლაყის, ვეჯინისა და ახაშენის მოსახლეობა ადგილობრივი ხელისუფლების წინააღმდეგ 

უპასუხისმგებლო კომპანიის მიერ შეუსრულებელი სამუშოები და დაზარალებული კახეთის სამი სოფლის მოსახლეობა - გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების უხარისხოდ ჩატარების გამო ჩუმლაყის, ვეჯინისა და ახაშენის მცხოვრებლების ერთ-ერთ მთავარი პრობლემა გადაადგილებაა. ადგილობრივები სანიაღვრე სისტემის მოუგვარებლობასაც უჩივიან.

კომპანია, რომელიც გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს არაკეთილსინდისიერად ასრულებს, ბილდინგ დეველოპმენტ გრუპია. გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის თქმით, სამუშაოების შესრულების პროცესში ის რამდენჯერმე გააფრთხილეს, თუმცა ვალდებულება მაინც არ შესრულდა, რის გამოც ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ბრძანება უკვე გაცემულია.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის თქმით, ეს ხელისუფლების მხრიდან ფულის გათეთრების სქემის ნაწილია.

ავტორი: ია გულიაშვილი.

დღის ამბები