26 დეკემბერი 2024,   18:32
ვრცლად
შალვა ნათელაშვილს სოციოლოგიური კვლევების არ სჯერა და პრეზიდენტობისთვის იბრძვის - საპრეზიდენტო კანდიდატის ტელეპორტრეტი

საპრეზიდენტო არჩევნებამდე ერთ თვეზე ნაკლები რჩება. საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს მოსახლეობამ 28 ოქტომბერს პირდაპირი წესით უკანასკნელად უნდა აირჩიოს.

ხალხი ბოლოჯერ იტყვის, ვინ უნდა რომ იყოს მისი მთავარსარდალი - სალომე ზურაბიშვილი, დავით ბაქრაძე, გრიგოლ ვაშაძე, შალვა ნათელაშვილი, თუ ვინმე სხვა?

დღეიდან არჩევნებამდე, ყოველ კვირას P.S. გაგაცნობთ თქვენთვის ისედაც კარგად ნაცნობ პოლიტიკოსებს.

პირველი "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი და საპრეზიდენტო კანდიდატი  შალვა ნათელაშვილია, რომელიც "პოსტკრიპტუმმა"  კახეთში გადაიღო.

ქვეყნის პირველმა ლეიბორისტმა ისაუბრა ვენახებზე, რომლებსაც კანაფის პლანტაციებით ჩანაცვლება ემუქრება. სალომე ზურაბიშვილზე, რომელსაც ვერავინ ჩაანაცვლებს. ასევე ისაუბრა ივანიშვილზე და საკუთარ გამარჯვებაზე.

შალვა ნათელაშვილი თვლის, რომ საქართველოში ბოლოს და ბოლოს დადგა მომენტი, როდესაც მოსახლეობას არც "ქართული ოცნების" გაგონება უნდა, არც "ნაციონალური მოძრაობის" და არც "ყოფილი ნაციონალების," ამიტომ ერთადერთი რეალური არჩევანი, მისი თქმით,  ლეიბორისტების თავმჯდომარეა.

მას სოციალური კვლევის შედეგების არ სჯერა - შალვა ნათელაშვილი პრეზიდენტობისთვის ემზადება.

დღის ამბები