26 დეკემბერი 2024,   17:56
ვრცლად
100 ლარიანი ლიცენზიის გარდა, მერიამ ყველა ტაქსის თეთრად გადაღებვა მოითხოვა-მძღოლები ახალ რეგულაციებს აპროტესტებენ

ტაქსისტები ხელისუფლების წინააღმდეგ - მძღოლები ახალ რეგულაციებს აპროტესტებენ. ისინი ამბობენ, რომ მერიამ იმდენად მოულოდნელად და უხეშად დაუწესა ახალი რეგულაციები, რომ მათი მნიშვნელოვანი ნაწილი უმუშევარი დარჩება.

100-ლარიანი ლიცენზიის აღების გარდა, მერიამ ქალაქში მოძრავი ყველა ტაქსის თეთრად გადაღებვა მოითხოვა, რასაც დიდი უკმაყოფილება მოჰყვა. ტაქსისტები ამბობენ, რომ მანქანის ფერის შეცვლა 1000 ლარზე მეტი დაუჯდებათ, ამიტომ მუშაობის გაგრძელების აზრს ვერ ხედავენ.

ტაქსისტებს ეჭვი აქვთ, რომ მათ ხელოვნურად იცილებენ თავიდან, რათა მათი ადგილი ხელისუფლებასთან დაახლოებულმა კომპანიამ დაიკავოს. 

დღის ამბები