26 დეკემბერი 2024,   18:13
ვრცლად
მივხვდი, რომ ლევან ყიფიანი ბიძინა ივანიშვილმა მომიგზავნა, მათ ჩემს ბიზნესში დამპინგის პრობლემა ჩემს წინააღმდეგ გამოიყენეს - ოქუაშვილი

„ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელი  ბიზნესმენი ზაზა ოქუაშვილი დეტალურად იხსენებს, როდის და რა ვითარებაში შეხვდა ყოფილ პრემიერს ბიძინა ივანიშვილს და როგორ სთხოვა მას დახმარება წინა ხელისუფლების დროს მიღებული 25 მილიონის ანაზღაურების საქმეში. ოქუაშვილი ამბობს, რომ საქმეში შუამავალი სპორტის ყოფილი მინისტრი იყო.

„მე მარტივად, რაც არის ვალდებულება ქვეყნის მომავლისთვის, რომ დანაშაული, ან ზარალი აღდგეს - ამას ყოველთვის ვითხოვდი, ბევრი წელია, თუმცა ბოლო არ აქვს და ასე ვთქვათ ჩვეულებრივი კანონიერი მოთხოვნა მქონდა.

"როგორც ჩანს ისინი ნადირობენ ბიზნესებზე და ხალხზე, სწავლობენ მათ, საიდან შეიძლება მიდგომა, თითქოს დახმარების მხრივ, ისინი არიან  ივანიშვილი პირველ რიგში და მათი ჯგუფი სხვადასხვა დარგში. იყო პრობლემა ჩემს ბიზნესში დემპინგი, რომელიც მათ გამოიყენეს ჩემს საწინააღმდეგოდ. იმისთვის რომ დაეზიანებინათ ფირმა მოეხდინათ ვალდებულებებში და შემდეგ ეს გამოეყებინათ.

"ამბავი იწყება ყიფიანის ჩემთან მოსვლით, რომ დახმარებოდა ფირმას. ცდილობდა მოეხდინა კონსულტაცია ტელევიზიის ირგვლივ ამით იყო მოსული, როგორც შემდგომ მივხვდი გამოგზავნილი და აგრეთვე შემდგომ ჩვენ გადავწიეთ ის ტელევიზიიდან ბიზნესისკენ, თუმცა არ იყვნენ უარზე.

"ოფიციალურად დავიქირავეთ, ვუხდიდით და სხვათა შორის თავიდან არ გვქონდა ასეთი აზრი, თუმცა მალე ავუღე ალღო რომ მოგზავნილს ჰგავდა. დაახლოებით 2015 წელს ხდება ეს. როცა მან მთხოვა ბიძინასთან შეხვედრა, მან უფრო სწორად ბიძინამ ასე ჩათვალა იმ ამბიდან, რომელიც მას მიჰქონდა. ეს იყო 2015 წლის დეკემბერი"“-ამბობს ოქუაშვილი.

ოქუაშვილი ამბობს, რომ ივანიშვილის მისთვის 5 მილიონი არ მოუთხოვია პირდაპირ. პირველი შეხვედრისას ბიძინა ივანიშვილი მხოლოდ იმ პრობლემებით დაინტერესდა რომელიც „ომეგა ჯგუფს“ ჰქონდა.

„ყიფიანის შუამავლობით შევხვდი, იმიტომ რომ ყიფიანმა მითხრა, რომ ბიძინას სურდა შეხვედრა ჩემთან. მე გულახდილად ვუთხარი პრობლემები წარმოების, ეს შეეხებოდა დამპინგს, ბიძინასთან იჯდა მარცხნივ გახარია, იყო ბიზნესომბუდსმენი და ყურადღებით უსმენდა. გახარიასგანაც ჰქონდა ინფორმაცია რა გაჭირვება იყო,“-განაცხადა ზაზა ოქუაშვილმა.

ოქუაშვილი ამბობს, რომ სწორედ ეს ინფორმაცია გამოიყენეს იმისთვის, რომ ფირმის წინააღმდეგ ემოქმედათ და ეს ასევე გამოყენებინათ ტელევიზიაზე ზეწოლისთვის.

„პირველი შეხვედრის შემდეგ ის არის მობილიზებული, ივანიშვილზე ვსაუბრობ რომ კონტროლი აიღოს ბიზნესზე. ნახა სად იყო ფირმის სუსტი წერტილები, იყო დამპინგის და ბოლომდე იმოქმედა დამპინგი ამოქმედა ჩვენს წინააღმდეგ“-ამბობს ოქუაშვილი.

მისი თქმით, ივანიშვილი მას დაჰპირდა, რომ იმ ზარალს გაითვალისწინებდა რაც „ომეგა ჯგუფს“  და ასევე იბერიას ჰქონდა მხარში ამოუდგებოდა. თუმცა ოქუაშვილის თქმით, ივანიშვილმა არათუ ეს დაპირება არ შეასრულა, არამედ მისი ბიზნესის სუსტი ადგილით დაიწყო სარგებლობა.

დღის ამბები