26 დეკემბერი 2024,   18:27
ვრცლად
ივანიშვილის მიერ მოხოვნილი 4 მილიონი-შეხვედრას ივანიშვილსა და ოქუაშვილს შორის გიორგი გახარიაც ესწრებოდა

ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას, სადაც ზაზა ოქუაშვილს, ყოფილმა პრემიერმა 4 მილიონი მოსთხოვა, გიორგი გახარიაც ესწრებოდა. ამის შესახებ განცხადება „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელმა „კვირის აქცენტებთან“ გააკეთა. მისი თქმით ამ პერიოდში, გიორგი გახარია იყო ბიზნესომბუდსმენი და ის კარგად იყო ჩახედული შიდა საქმეებში.

„ივანიშვილმა 4 მილიონი, რომ მთხოვა, ესწრებოდნენ ივანიშვილი, გახარია, ლევანი და მე ვიყავი იქ. გახარია გახლდათ ომბუდსმენი. ომბუდსმენი კარგად აგროვებდა პრობლემებს. გახარია არ იყო შს მინისტრი. ეს იყო 2016 წელი უკვე და მეორე შეხვედრა იყო არა იანვარში შეიძლება ორი სამი თვის მოგვიანებით. გახარიამ თქვა ამასწინათ, რომ მან კარგად იცის, ომბუდსმენი იყო და ბიზნესის ანატომია და ამ ანატომიაში იყო ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი, ორგანო  შეიძლება გამოვითვალოთ რომელი  როგორ,“-განაცხადა ზაზა ოქუაშვილმა. 

დღის ამბები