26 დეკემბერი 2024,   18:08
ვრცლად
ვისხედით ნიანგების ტყავებში, სავარძლებში... გახარიას უყვიროდა - ოქუაშვილი ივანიშვილის სახლში შეხვედრას იხსენებს

ვისხედით ნიანგების ტყავებში, სავარძლებში... გახარიას უყვიროდა - „ომეგა ჯგუფის“ ხელმძღვანელი ამბობს, რომ  ბიძინა ივანიშვილი რადიკალურად განსხვავდება იმ პირისგან, რომელსაც საზოგადოება ეკრანიდან იცნობს.

ოქუაშვილის თქმით, პირველი შეხვედრისას ყოფილი პრემიერი თავშეკავებული იყო, მაგრამ შემდეგ შეხვედრაზე გიორგი გახარიას უყვიროდა, რის გამოც გახარია გაწითლებული იყო.

„სანამ შევედი, აქვს ერთი ათი ალიგატორი, ნიანგია გატყავებული ტახტზე. სანამ იქ ვიჯექით ნიანგის ტყავებში მანამ გახარია ძალიან ცუდ პრესში იყო, უყვიროდა მას და საკმაოდ აგრესიას ავლენდა. პირველ შეხვედრაზე ცდილობდა ყოფილიყო თავშეკავებული. მეორე შეხვედრაზე... ალბათ, იმიტომაც რომ თვითონაც იყო იძულებული თავის პირით თითებით და ხელებით აეხსნა, რომ უნდა მიმეცა 4 მილიონი  ეტყობა ამაზე აღგზნებული და გაღიზიანებულ იყო, ყვიროდა და უყვიროდა გახარიას, შევედი და გახარია იყო აბსოლუტურად წითელი,“-ამბობს ოქუაშვილი.

ამავე თემაზე
დღის ამბები