26 დეკემბერი 2024,   18:09
ვრცლად
"ექსმინისტრები მოთხოვნილ მანქანებში 300 ათასს არ სცდებოდნენ, ივანიშვილისგან კი იყო მოთოვნილი მილიონები" - ზაზა ოქუაშვილი

ნოდარ ხადური, დიმიტრი ქუმსიშვილი და ლევან ყიფიანი - ზაზა ოქუაშვილი იმ ექსმინისტრებზე საუბრობს, რომლებიც მას, მისი კუთვნილი კომპანიებიდან ძვირადღირებულ მანქანებს სთხოვდნენ. ზაზა ოქუაშვილი ამბობს იმასაც, რომ როგორც ჩანს მინისტრებს ჰქონდათ გარკვეული ლიმიტი, რადგან მათ 300 ათას ევროზე მეტი ღირებულების მანქანები არ მოუთხოვიათ. ივანიშვილი კი პირდაპირ მილიონებზე საუბრობდა.

„მინისტრებისგან მოთხოვნილი იყო მანქანები. იყო მოთხოვნილი მანქანები ცოტა უფრო თავშეკავებული ხადური, მოთხოვნილი იყო მინი კუპერი, რომელიც ვერ მიიღო და აგრეთვე იყო მოთხოვნილი მანქანები დაახლოებით 300 ათასის ფარგლებში ქუმსიშვილისთვის. ეს იყო ლიმიტი მინისტრების, ხოლო ლიმიტის შემდეგ საკითხის გადაწყვეტისთვის იყო პროცენტები უკვე. ლიმიტი იყო ის რომ 300 ათას არ სცდებოდა ქუმსიშვილი, მაშინ როცა ყიფიანი და სხვა იგივე, ფარცხალაძე, მილიონების ქვევით არ ჩამოდიოდნენ და ამ მილიონებიდან უკლებლად ფული მიდიოდა ივანიშვილთან, გახარიას კონტროლის ქვეშ, რომლებიდანაც თვითონ როგორც ტავად ეძახდა ბიჭებს არ ხვდებოდა არაფერი,“-განაცხადა ზაზა ოქუაშვილმა. 

დღის ამბები