27 დეკემბერი 2024,   00:45
ვრცლად
"პატრიოტთა ალიანსი“ „ნაციონალური მოძრაობის“ დანაშაულებრივ რეჟიმად გამოცხადებას ითხოვს

"პატრიოტთა ალიანსი“ „ნაციონალური მოძრაობის“ დანაშაულებრივ რეჟიმად გამოცხადებას ითხოვს. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა შესაბამის რეზოლუციაზე იმსჯელა.

რეზოლუციის პროექტში ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილისა და გიგა ბოკერიას მმართველობის პერიოდში საქართველოში დანაშაულებრივი, ავტორიტარული რეჟიმი დამყარდა.

„არ შეიძლება, ჩვენს ქვეყანაში მუდმივად იყოს პოლიტიკური განურჩევლობა. თუ იყავი იმ რეჟიმის ორგანიზატორი, რომელიც აწამებდა ადამიანებს, ართმევდა ქონებას, არბევდა მედიას, დემონსტრაციებს. შენ აღარ უნდა გქონდეს პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელების უფლება და უნდა აგო პასუხი,“- ამბობს ირმა ინაშვილი.

იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი მხარს დაუჭერს დოკუმენტს, მისი ძალაში შესვლიდან 6 თვეში მიხეილ სააკაშვილისა და გიგა ბოკერიას პასუხისმგებლობის საკითხი დადგება.

კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია აცხადებს, რომ ამ საკითხზე საკუთარი დამოკიდებულება უკვე გამოხატული აქვს. მისი თქმით, 2016 წელს ის თავად იყო იმ დასკვნის ავტორი, სადაც მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში არსებულ სისტემურ დანაშაულებებზეა საუბარი.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ კანონპროექტს არასერიოზულს უწოდებენ.

დღის ამბები