26 დეკემბერი 2024,   17:40
ვრცლად
ზაზა ოქუაშვილი თავად მიდასტურებდა, რომ ბატონი ჩუბინიშვილი ეხმარებოდა ამ თემის მოგვარებაში - ყიფიანი 

"ომეგა ჯგუფის" საქმე - ლევან ყიფიანმა სასამართლოში დაკითხვის შემდეგ ზაზა ოქუაშვილთან ერთად განხორციელებულ ბიზნესგეგმაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ფარული ჩანაწერები სწორედ ამ სქემის ნაწილი იყო.

ლევან ყიფიანის თქმით, ზაზა ოქუაშვილი მას ეუბნებოდა, რომ მას დახმარებას სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსო ანზორ ჩუბინიძეც უწევდა. სპორტის ყოფილი მინისტრის თქმით, "ომეგა ჯგუფის" დამფუძნებელმა გადაწყვიტა, რომ გაეკეთებინათ ფარული ჩანაწერები, რომელსაც საბოლოოდ გამოიყენებდა საკუთარი ბიზნესინტერესებისთვის, თუმცა შემდეგ გაირკვა რომ ოქუაშვილმა ეს საკითხი პოლიტიკურ ჭრილში გაიტანა. 

„რაც შეეხება იმ დახმარებებს რასაც მე ვახორციელდები, ზაზა ოქუაშვილი თავად მიდასტურებდა, რომ ბატონი ჩუბინიშვილი  ეხმარებოდა ამ თემის მოგვარებაში, ასახელებდა სხვადასხვა გვარებს მაგრამ ერთობლივად ვახორციელებდით. კიდევ ერთხელ გიდასტურებთ, რომ ეს იყო ისეთი შანტაჟი, რომელიც მან გამოიყენა თავსი ფინანსური ინტერესებიდან გამომდინარე. და მან მოახდინა ეს პოლიტიკური ინტერესებში გადაეზარდა. მე მქონდა ამ ორგანიზაციაში მხოლოდ ჩემი პირადი ბიზნესინტერესები,“-განაცხადა ლევან ყიფიანმა.   

ანზორ ჩუბინიძე ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის უფროსი იყო. მოგვიანებით , ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ, ანზორ ჩუბინიძე სხვადასხვა სახელმწიფო თანამდებობებს იკავებდა. მათ შორის იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. მოგვიანებით კი ის სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი გახდა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები