26 დეკემბერი 2024,   17:37
ვრცლად
„ომეგა ჯგუფის“ საქმე და დაპირისპირება პარლამენტში - ოპოზიცია მთავარ პროკურორსა და შს მინისტრს იბარებს, მმართველი გუნდი კი მოთხოვნას ირონიით პასუხობს

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე „ომეგა ჯგუფის“ საქმე მწვავე დაპირისპირების მიზეზი გახდა. სკანდალური საქმის ფიგურანტების, ხელისუფლების მაღალჩინოსნების პარლამენტში დაბარების მოთხოვნას ირაკლი კობახიძე ირონიით შეხვდა. ოპოზიციის შეთავაზებას პარლამენტის თავმჯდომარე სერიოზულად არ განიხილავს და ბიზნესმენს, რომელიც ხელისუფლების მხრიდან რეკეტზე საუბრობს, დასცინა. რატომ არის პარლამენტში ძალოვანი უწყების პირველი პირების დაბარება აუცილებელი, ამის ახსნას ირონიული განცხადებების მიუხედავად, პარლამენტის თავმჯდომარისთვის ოპოზიცია დღეს ბიუროს სხდომაზე ცდილობდა.

ოპოზიცია პარლამენტში მთავარ პროკურორსა და შინაგან საქმეთა მინისტრს იბარებს. საპარლამენტო უმრავლესობას კი მთავრობასთან კითხვები არ აქვს. ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ, რომ მთავრობა „იბერიაზეც“ ტრადიციულ მეთოდს გამოიყენებს და ბიზნესზე რეკეტის საქმეს პროკურატურის თაროებზე შემოდებს.

პარლამენტის უკვე დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ნატო ჩხეიძემ, პარლამენტის თავმჯდომარეს დღეს საპარლამენტო ტრიბუნიდან მიმართა და იბერიის საქმეზე მიზანმიმართული სიცრუის გავრცელებაში დაადანაშაულა. ჩხეიძე ამბობს, რომ მის ოჯახს "ქართული ოცნების" ვალი არ აქვს და საქმე პირიქითაა.

სხდომის შემდეგ დეპუტატმა განაცხადა, რომ „ომეგა“ დავალიანების გადახდისგან თავის არიდებას არ აპირებს, თუმცა ამისთვის მთავარი აუცილებელი პირობა ვალის რესტრუქტურიზაციაზე ფინანსთა სამინიტროს გადაწყვეტილება იქნება. 

ამავე თემაზე
დღის ამბები