26 დეკემბერი 2024,   17:30
ვრცლად
ლევან ყიფიანის განცხადებები - ზაზა ოქუაშვილი მმართველი გუნდის მხრიდან თავდასხმის სამიზნე გახდა

სპორტის ყოფილი მინისტრის, ლევან ყიფიანის განცხადების  შემდეგ  „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელი მმართველი გუნდის მხრიდან თავდასხმის სამიზნე გახდა. „ქართული ოცნების“ საპარლამენტო ლიდერები ზაზა ოქუაშვილი დაკითხვას მოითხოვენ.

მმართველი გუნდის წარმომადგენლების განცხადებით, სწორედ ამის შემდეგ გახდება ცნობილი, რას ისახავდა მიზნად ფარული ჩანაწერების გავრცელება.

„რეალურად საქმე გვაქვს დიდი ოდენობით გადასახადების გადახდისგან თავის არიდების მცდელობასთან. ამ გადასახადებს სჭირდება გადახდა და ვერ იქნება დაშვებული პრეცედენტი ქვეყანაში. ახლა უკვე უნდა გამოიკითხოს ოქუაშვილი, ბოლომდე უნდა მოხდეს გამოძიება იმ საკითხების, რაზეც მოვისმინეთ ბრალდებები, მთელი ორკვირიანი კამპანია და სერიალები სხვადასხვა ჩანაწერის გამოქვეყნებით,“- განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ.

„ქართული ოცნების“ დეპუტატების თქმით, მხოლოდ ჩანაწერებით და ასევე ლევან ყიფიანის ჩვენებით დასკვნების გამოტანა არ შეიძლება, საქმეზე ობიექტური გამოძიება უნდა ჩატარდეს.

„არ შეიძლება მხოლოდ იმით ლაპარაკი, რაღაც ჩანაწერი გავრცელდება, რომელზეც მერე ექსპერტიზა იტყვის, რომ ყალბია და მონტაჟია, არც ის შეიძლება, რომ მხოლოდ ლევან ყიფიანის ჩვენებით დასკვნები გამოვიტანოთ. ეს საქმე უნდა მივიდეს მრავალმხრივ ობიექტურად, ყოველმხრივ, კიდევ უფრო ზუსტად, გამოძიების შედეგად ბოლომდე და ყველამ უნდა აიღოს თავისი წილი პასუხისმგებლობა და ყველამ უნდა აგოს პასუხი იმაზე, რაც დააშავა,“- განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ.

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ სპორტის ყოფილი მინისტრის კომენტარმა მანამდე გავრცელებული ფარული ჩანაწერების შინაარსი თავდაყირა დააყენა.

„ჩემი პასუხი ახლა არის კითხვაში გადაზრდილი პირიქით კონტრბრალდება, თუ ეს ყველაფერი, რასაც ლევან ყიფიანი ამბობს, აბსოლუტურად თავდაყირა აყენებს იმ ვერსიას, რასაც საზოგადოებას სთავაზობდა და აიძულებდა, რომ ეს ვერსია დაეჯერებინა საზოგადოებას „რუსთავი 2“ და „ნაციონალური მოძრაობა“, ახლა ამაზე გაგვცენ პასუხი,“- განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ.

ლევან ყიფიანმა დაკითხვის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ "ომეგა ჯგუფის" დამფუძნებელმა ფარული ჩანაწერების გაკეთება შესთავაზა. სპორტის ყოფილი მინისტრის თქმით, ზაზა ოქუაშვილს ჩანაწერები ვალის ჩამოსაწერად სჭირდებოდა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები