26 დეკემბერი 2024,   21:05
ვრცლად
ლუგარის ლაბორატორია, კრემლის ახალი ბრალდებები და აჟიოტაჟი, რომელიც სალომე ზურაბიშვილის წისქვილზე ასხამს წყალს

საპრეზიდენტო არჩევნებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება, პარალელურად გააქტიურდა რუსეთიც. კრემლის ახალი ბრალდებების მიზეზი ამჯერად ლუგარის ლაბორატორია გახდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ღიად განაცხადა, რომ საქართველოში ბიოლოგიური იარაღი მზადდება. ლაბორატორიას კი მთლიანად ამერიკის შეერთებული შტატები მართავს.

"სპეკულაცია, ნაბოდვარი და ცილისწამება" - ასეთია ოფიციალური თბილისის პასუხი. ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ ის დოკუმენტები, რომელიც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებმა გაასაჯაროეს, დაფარული ისედაც არავისთვის ყოფილა და ისინი უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე დევს.

ასეთივე შინაარსის არის აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაც.

ექსპერტთა წრეებში კი თანხმდებიან, რომ კრემლისთვის ამჟამინდელი ხელისუფლების რჩეული საპრეზიდენტო კანდიდატიც ყველაზე მისაღებია და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ატეხილი განგაშიც სწორედ მის წისქვილზე ასხამს წყალს. მოსალოდნელი საფრთხით ან ომით დაშინებული მოსახლეობა, როგორც წესი, თავისი ხელისუფლების გვერდით დგება. ეს გვერდში დგომა სჭირდება სწორედ არჩევნების დღეს "ქართულ ოცნებასაც" და რუსეთსაც. 

დღის ამბები