03 მაისი 2024,   11:06
ვრცლად
"ომეგა ჯგუფის" სკანდალური საქმე - კომპანიის თანამშრომელი ალექსანდრე ხაჩიშვილი სასამართლო წესით დაკითხვას ითხოვს

„ომეგა ჯგუფის“ თანამშრომელი, ალექსანდრე ხაჩიშვილი სასამართლო წესით დაკითხვას ითხოვს. ალექსანდრე ხაჩიშვილმა საგამოძიებო უწყება ცოტა ხნის წინ ისე დატოვა, რომ გამომძიებლების შეკითხვებზე არ უაპსუხია

სწორედ ხაჩიშვილი მონაწილეობდა "თიბისი" ბანკიდან 4 მილიონის გატანის პროცესში. „ომეგა ჯგუფის“ მენეჯერი, ალექსანდრე ხაჩიშვილი თანხის გატანის დღეს იხსენებს და ამბობს, რომ ბანკში ოთხ თანამშრომლებთან ერთად იმყოფებოდა, ხოლო თანხის მანქანაში ჩადების შესახებ სპორტის ყოფილმა მინისტრმა, ლევან ყიფიანმა უთხრა.

ხაჩიშვილის თქმით, მანქანაში აკაესის ტიპის იარაღი იდო და მიმდებარე ტერიტორიაზე შეიარაღებული პირებიც იმყოფებოდნენ.

„მანქანაში რომ უნდა ჩამედო თანხა მითხრა ლევან ყიფიანმა. მანქანა არ მეცნო, მანქანა უცნობი იყო ჩემთვის, ჯიპის ტიპის იყო, დაბურულ მინებიანი, აკაესის სისტემის მოკლე ავტომატური იარაღი იდო,“ - განაცხადა ხაჩიშვილმა.

ადვოკატი, გიორგი ფანცულაია კი აღნიშნავს, რომ გამომოძიებლებს "თიბისი" ბანკთან დაკავშირებული მოვლენები აინტერესებდათ.

კიდევ ერთი პირი, რომელიც ასევე ჩართული მილიონების ჩანთებით გატანაში, დავით ფანქველაშვილია, რომელიც ამ დრომდე საგამოძიებო უწყებაში რჩება.

 

ავტორი: ნინო გაზდელიანი

დღის ამბები