27 დეკემბერი 2024,   00:31
ვრცლად
ოქუაშვილი ჩანაწერები გაკეთებისას მიწუნებდა არტისტიზმს - ლევან ყიფიანი ამბობს, რომ ჩანაწერების ინსცენირებაში ოქუაშვილს ირაკლი ჩუბინიშვილიც ეხმარებოდა 

ჩანაწერები ჩავწერეთ რამდენიმე დუბლად, რადგან ოქუაშვილი თვლიდა, რომ მე მაკლდა დამაჯერებლობა და მიწუნებდა არტისტიზმს - ეს არის ერთ-ერთი ციტატა ლევან ყიფიანის გამოკითხვის ოქმიდან, რომელსაც თბილისის პროკურატურა ასაჯაროებს.

„ომეგა ჯგუფის“ სკანდალურ საქმის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი ლევან ყიფიანი ამბობს, რომ ჩანაწერები, რომელიც „რუსთავი2“-ის ეთერით გავრცელდა, სადაც „ომეგა ჯგუფის“ წილების გადანაწილებაზეა საუბარი დადგმულია.

ყიფიანი გამოკითხვის ოქმში ამბობს, რომ ზაზა ოქუაშვილს არ მოსწონდა მისი შესრულებული როლი, რის გამოც ჩანაწერები რამდენიმე დუბლად იწერებოდა და შემდეგ ოქუაშვილი ამონტაჟებდა.

გამოკითხვის ოქმში ასევე წერია, რომ ზაზა ოქუაშვილს ჩანაწერების გაკეთებასა და ინსცენირებაში "თბილისის თამბაქოს" მეწილე ირაკლი ჩუბინიშვილიც ეხმარებოდა.

„ოქუაშვილი ითხოვდა ხისტ ფორმულირებებს და გვარების ხშირად ხსენებას და ყველა სიტუაციაში, ხშირად კონტექსტიდან ამოგლეჯილად ახსენებდა სხვადასხვა გვარსა და ითხოვდა ისინი მეც მეხსენებინა, რასაც მე ზედმიწევნით არ ვიმეორებდი, რადგან არ ვთვლიდი, რომ უცხოელი პარტნიორებისთვის გვარები დიდად ცნობილი იქნებოდა და ვთვლიდი ,რომ უფრო დამაჯერებელი იქნებოდა ტუკი აქცენტი ფაქტებზე გაკეთდებოდა და თუნდაც გვარის ერთხელ ხსენება საკმარისი იყო, რაზეც ზაზა არ მეთანხმებოდა და ზოგი ეპიზოდი ჩავწერეთ რამდენიმე დუბლად, რადგან ოქუაშვილი თვლიდა, რომ მე მაკლდა დამაჯერებლობა და მიწუნებდა არტისტიზმს.

შესაბამისად, ვთვლი, რომ ჩვენი ჩანაწერები მას მაინც არ მოეწონა და მონტაჟის გზით კიდევ უფრო გაამძაფრა მისი შინაარსი. ახლა კი ვხვდები თუ რატომ ითხოვდა მეტ ხისტ ფორმულირებასა და გვარების დასახელებას, რადგან მას თავიდანვე ჰქონდა გათვლა, რომ უნდა მომხდარიყო მედიაში მისი ტირაჟირება და ქართველი მაყურებლისთვის გაცილებით სკანდალურია ხშირად გვარების ხსენება და ფაქტების სიმძაფრე.

სწორედ ამიტომ მოახდინა ზაზამ ინსცენირებული ჩანაწერების კიდევ დამატებით მონტაჟი . ჩანაწერების დამზადების დროს რომ მოეთხოვა კიდევ უფრო გამძაფრება სიტუაციის ეს ჩემში ეჭვებს აღძრავდა, რასაც ვფიქრობ იმ დრო მოერიდა და მონტაჟის გზით დაამზადა მისთვის სასურველი ჩანაწერი. ზაზას ჩემთვის აქვს ნათქვამი, რომ მას ირაკლი ჩუბინიშვილიც ეხმარებოდა ინსცენირებაში"- წერია ყიფიანის გამოკითხვის ოქმში, რომელსაც პროკურატურა ასაჯაროებს.

სპორტის ყოფილი მინისტრი თბილისის პროკურატურაში გუშინ, 6 საათის განმავლობაში იკითხებოდა. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები