27 დეკემბერი 2024,   00:14
ვრცლად
საქართველო ფრანკფურტში საპატიო სტუმრის სტატუსით - კვირეულის ფარგლებში 72 ქართველი ავტორი უცხოელ მკითხველს შეხვდება

საქართველო წელს ფრანკფურტში საპატიო სტუმრის სტატუსით წარდგა. ასობით პუბლიკაციამ, ახალმა თარგმანებმა და წიგნებმა 1800 კვადრატულ მეტრზე განთავსებულ პავილიონში მოიყარა თავი.

მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი წიგნის ბაზრობის სტუმრებს ლიტერატურულ მოგზაურობაში აკა მორჩილაძემ უმასპინძლა.

ფრანკფურტი არის ადგილი, სადაც ქვეყნებს შესაძლებლობა აქვთ მსოფლიოს გააცნონ არამარტო საკუთარი კულტურა, არამედ ის პრობლემები, რომელიც მათ აწუხებთ.

ქართველი მწერლები და გამომცემლები ამ დღეს მრავალი წლის განმავლობაში ელოდებოდნენ.

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ფედერიკა მოგერინსა და ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის დირექტორ იურგენ ბოსთან ერთად გახსნა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმრობა საქართველოსთვის არის უნიკალური შესაძლებლობა, თავისი ტრადიციები, კულტურა, ანბანი, ლიტერატურა და ფასეულობები ევროპას უკეთ გააცნოს.

კვირეულის ფარგლებში, ქართულ პავილიონში მოწყობილ ორ სცენაზე 72 ქართველი ავტორი შეხვდება უცხოელ მკითხველს. 

დღის ამბები