27 დეკემბერი 2024,   00:15
ვრცლად
იმისთვის, რომ თქვენთვის რამე გაკეთდეს, საჭირო არის, რომ მე ყური მქონდეს ხელისუფლების - სალომე ზურაბიშვილი

„ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს.

სალომე ზურაბიშვილი ამომრჩეველს შიდა ქართლში შეხვდა. პრეზიდენტობის კანდიდატმა ამომრჩეველს საკუთარი საარჩევნო პროგრამა გააცნო.

„იმისთვის, რომ თქვენთვის რამე გაკეთდეს და იმ მიმართულებებით, რასაც თქვენ ელოდებით პრეზიდენტისგან, ამიტომ საჭირო არის, რომ მე ყური მქონდეს ხელისუფლების, მქონდეს საშუალება რომ მივიდე, მქონდეს საშუალება, რომ ის საკითხები, რომელიც იქნება დასაცავი და წარსადგენი, მივიტანო იქამდე და ზოგჯერ თუ საჭირო იქნა, მუშტითაც დავარტყა მაგიდაზე იმიტომ, რომ არის საკითხები, რომელიც საჭიროებს ცოტა უფრო მეტ, შეიძლება, ძალისხმევას და უფრო აქტიურად და სწრაფი ტემპით სიარულს,“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

დღის ამბები