27 დეკემბერი 2024,   00:28
ვრცლად
15 დეკემბრიდან თბილისის ქუჩებში ნაგვის იტალიური ურნები გამოჩნდება - 300 ურნა ბიუჯეტს ნახევარ მილიონზე მეტი უჯდება

15 დეკემბრიდან თბილისის ქუჩებში ნაგვის იტალიური ურნები გამოჩნდება. მილანში დამზადებულ სანაგვეებს ჯერ მხოლოდ დედაქალაქის ცენტრალურ უბნებში დადგამენ.

თითო ურნა ქალაქის ბიუჯეტს 2 238 ლარი დაუჯდება. 300 ნაგვის ყუთი გამარტივებული შესყიდვით თბილისის განვითარების ფონდმა მილანში დარეგისტრირებულ კომპანია „სტუდიო ციტას“ შეუკვეთა. იტალიური სანაგვე ურნების შეძენა ხალხს 223 850 ევრო დაუჯდება, რაც ჯამში, ნახევარ მილიონ ლარზე ბერვად მეტია.

იტალიური სანაგვე ურნების შეძენის ისტორიამ არასამთავრობო სექტორში კითხვები გააჩინა და ისინი ამ გარიგებაში კორუფციის რისკებს ხედავენ.

„კურიერმა“ გაარკვია, რომ ქართული წარმოების რკინის, ცეცხლგამძლე ურნა, რომელსაც კომპანია „აჩისარი“ აწარმოებს, 240 ლარი ღირს.

ფირმის დამფუძნებელმა არ დამალა, რომ მერიის გამოცხადებულ ტენდერშიც მონაწილეობს, თუმცა განმარტა, რომ დედაქალაქის მთავრობა ფასს მინიმუმამდე ამცირებს და 240-ლარიან პროდუქციაში 120 ლარს იხდის.

ოპოზიციას ეჭვი აქვს, რომ მილანურ კომპანიასთან კონტრაქტი კახა კალაძის პირადი ლობირების გამო გაფორმდა და მერს ამ შემთხვევაში საკუთარი ინტერესები ამოძრავებს. ოპოზიციის კრიტიკას კი თბილისის მერი არ იზიარებს და აღნიშნავს, რომ არ იცის ვისგან შეიძინა 300 ცალი 2 238 ლარიანი ნაგვის ურნა თბილისის განვითარების ფონდმა.

ახალი ურნები დედაქალაქის განახლებულ ქუცებზე 15 დეკემბრიდან გამოჩნდება და ნაგვის გადაყრის ახალი წესი ამოქმედდება. მოქალაქეებმა გადაყრამდე უნდა გაარჩიონ და ყველა შესაბამის კონტეინერში მოათავსონ პოლიეთილენი, ქაღალდი, მინა და სხვა სახის ნაგავი.

დღის ამბები