27 დეკემბერი 2024,   00:48
ვრცლად
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე, ჯორჯ კენტი, საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე, ჯორჯ კენტი, საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა. ამერიკელი დიპლომატი აცხადებს, რომ შეერთებული შტატები, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციიდან 10 წლის შემდეგაც, ქართველი ხალხის გვერდითაა და მსოფლიოს არ დავიწყებია, თუ რა მოხდა ოკუპირებულ რეგიონებში.

„საერთაშორისო საზოგადოება არ აღიარებს ამ გამყოფ ხაზს საერთაშორისო საზღვრად და ჩვენთვის ყოველთვის მიუღებელი იქნება ნებისმიერი მცდელობა, შეცვალონ საქართველოს საზღვრები მისი სუვერენიტეტის დარღვევით. საქართველოს მოქალაქეები ცხოვრებასა და მოღვაწეობას ოკუპაციის ჩრდილში აგრძელებენ,“ - აცხადებს ჯორჯ კენტი.

ის კიდევ ერთხელ მოუწოდებს რუსეთის ხელისუფლებას, შეასრულონ 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება.

დღის ამბები