26 დეკემბერი 2024,   19:05
ვრცლად
სალომე ზურაბიშვილის ექიმი შემომწირველების საქმე - გენერალური აუდიტორის პირველი კომენტარი

ექიმი შემომწირველების საქმეზე, რომელთაც "ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილ პრეზიდენტობის კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს თანხები გადაურიცხეს, გენერალურმა აუდიტორმა პირველი კომენტარი გააკეთა.

ირაკლი მექვაბიშვილის განცხადებით, აუდიტის სამსახურმა საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა და ამ დროისთვის მონაცემების გადამოწმება მიმდინარეობს.

იკვეთება თუ არა კონკრეტული დარღვევები შემოწირულობებთან დაკავშირებით, უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.

"ვახორციელებთ ძალიან დეტალურ მონიტორინგს ყველა ფინანსურ ტრანზაქციაზე. კონკრეტულ შემთხვევაში ჩვენ მივმართეთ სასამართლოს, ვინაიდან პირად ინფორმაციასთან პირდაპირი წვდომა ჩვენ არ გვაქვს. სასამართლოდან ამ ინფორმაციის გამოთხოვებისთანავე აუცილებლობის შემთხვევაში მოხდება კონკრეტულ შემომწირველებთან გასაუბრება, რომლებმაც უნდა დაასაბუთონ შემოსავლის წყაროები,“ - განაცხადა ირაკლი მექვაბშვილმა.

დღის ამბები