26 დეკემბერი 2024,   19:42
ვრცლად
ჯაფარიძე ციხეში სუბელიანთან 14 ოქტომბერსაც იმყოფებოდა, მას შემდეგ, რაც P.S.-მა სკანდალური აუდიოჩანაწერის ეთერში გასვლა დააანონსა

ირაკლი კობახიძემ მირზა სუბელიანთან შეხვედრის მიზნით დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძისთვის 5 ბრძანება გამოსცა.

ვიქტორ ჯაფარიძე სუბელიანთან ციხეში 14 ოქტომბერსაც იმყოფებოდა მას შემდეგ, რაც რუსთავი2-ის ეთერში P.S.-ის ანონსი გავიდა, სადაც სკანდალური აუდიოჩანაწერის გამოქვეყნება დაანონსდა.

შესაძლოა, სწორედ 14 ოქტომბერია რეალური თარიღი, როდესაც ხელისუფლებამ რუსთავი2-ში გასული ჩანაწერის საპასუხო ვერსია ჩაწერა, რომელიც დღეს პროკურატურამ გაასაჯაროვა.

14 ოქტომბერს, სვეტიცხოვლობაზე, კვირა დღეს, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში შესვლას ვერ ახერხებენ სასულიერო პირები და ასევე ადვოკატებიც. შესაბამისად უცნობია, რატომ მიეცა ასეთი ნებართვა დეპუტატს მირზა სუბელიანის მოსანახულებლად.

on.ge-ის ინფორმაციით, ირაკლი კობახიძის მიერ ხელმოწერილ ბრძანებებში მირზა სუბელიანთან დეპუტატის ვიზიტის მიზეზად მისი პრობლემისა და მდგომარეობის მონიტორინგია მითითებული.

დღის ამბები