26 დეკემბერი 2024,   21:09
ვრცლად
დესტაბილიზაციის მცდელობა წინასაარჩევნოდ - ხელისუფლების ბრალდებებს ოპოზიცია კრიტიკით პასუხობს

წინასაარჩევნოდ ქვეყანაში დესტაბილიზაცია სუს-მა აღკვეთილად დღის მეორე ნახევარში გამოაცხადა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საგანგებო განცხადება შინაგან საქმეთა მინისტრის სკანდალური განცხადებიდან 24 საათში გააკეთა.

თუ მინიტრი გახარია გუშინ არ გამორიცხავდა არეულობებს, სუს-ი ამტკიცებს, რომ საფრთხეები უკვე განეიტრალებულია. ვინ, როდის და სად გეგმავდა ქვეყანაში დესტაბილიზაციას, ამაზე სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურში კომენტარს არ აკეთებენ.

უმრავლესობის წევრები პროვოკაციების მოწყობაში „ნაციონალური მოძრაობას“ ადანაშაულებენ. პოლიტიკური ბრალდებების დასტურად კი მმართველ პარტიაში ენმ-ის მიერ 19, 20 და 21 ოქტომბერს დაგეგმილ აქციებს ასახლებენ.

„ოცნება“ ამტკიცებს, რომ აქციები პროვოკაციაა. იუსტიციის მინისტრმა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად, შესაძლო არეულობის მოწყობაში ბრალი „ევროპულ საქართველოსაც“ დასდო.

„ქართულ ოცნებას“ დღეს მიხეილ სააკაშვილმა ევროპიდან უპასუხა. მან მმართველი პარტიის განცხადებებს ზღაპრების უწოდა.

„ქართულ ოცნების“ ბრალდებებს ოპოზიციამაც უპასუხა. მათი თქმით, დესტაბილიზაციაზე სუს-ის ფილმი საზოგადოებას არაერთხელ აქვს ნანახი და ხელისუფლების ტყუილების არავის არ სჯერა.

სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურში განმარტავენ, რომ შესაძლო არეულობისა და დესტაბილიზაციის საქმეზე, სუს-ი შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად კოორდინირებულად მუშაობს.

ამავე თემაზე
დღის ამბები