26 დეკემბერი 2024,   21:09
ვრცლად
ვიმედოვნებ, რომ ყველაფერი პროცედურისა და სამართლიანობის დაცვის პრინციპით წარიმართება - მარგველაშვილი არჩევნებზე საუბრობს

საქართველოს პრეზიდენტმა ლიდერთა ფორუმის მონაწილეებს და სტენფორდის უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერებების პროფესორს ფრენსის ფუკუიამას სასახლეში მიღებაზე უმასპინძლა. გიორგი მარგველაშვილმა პროფესორ ფუკუიამას მადლობა გადაუხადა მნიშვნელოვან ფორუმში მონაწილეობისათვის და ქვეყანაში არსებულ წინასაარჩევნო გარემოსა და მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ისაუბრა. 

„წინასაარჩევნო კამპანიაც უმნიშვნელოვანესია და ხალხი ემოციურად ჩართულია ამ პროცესში და ვიმედოვნებ, რომ ყველაფერი პროცედურისა და სამართლიანობის დაცვის პრინციპით წარიმართება. განხილვების მიღმა, ერთ-ერთი საკითხი, რომელიც მე მაღელვებს, შეეხება იმ ზიანს, რომელიც ამ პროცესმა შეიძლება მოუტანოს ერს. ეს გარკვეულწილად თანამდევი ზიანი, რომელიც შეიძლება მივაყენოთ ჩვენს ერსა და სახელმწიფოს არა იმიტომ, რომ ჩვენ ამის გაკეთება შეგნებულად გვსურს, არამედ ძალიან ცხელი საარჩევნო კამპანიის შედეგად. მნიშვნელობა არ აქვს, ვინ არის კანდიდატი, არის რაღაც, რაც აერთიანებს ქართველებს, როგორც ერს და ეს რაღაც, მჯერა, უნდა იყოს ერთგულება და თავდადება ჩვენი მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი," - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. 

გიორგი მარგველაშვილი აცხადებს, რომ პოლიტიკური განცხადებების პარალელურად, ყველამ უნდა იზრუნოს საზოგადოებაზე. 

"პოლიტიკური განცხადებების გაკეთების პარალელურად, უნდა გვახსოვდეს, რომ ვიზრუნოთ იმ საზოგადოებაზე, რომელსაც ყველა მივეკუთვნებით. ეს საზოგადოება და ერთობის შეგრძნება არის ჩვენი ქვეყანა, საქართველო. მოწინააღმდეგესთან პაექრობისას არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ არ დავაზიანოთ ერთიანი გარემო,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

 

 

 

 

დღის ამბები