სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე დაკავებული სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ყოფილი უფროსი, გია თვალავაძე, სასამართლო დარბაზიდან 20 ათასი ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
დაცვის მხარემ სასამართლოს გირაოს სახით 10 ათასი ლარის გადახდა შესთავაზა, თუმცა სასამართლომ დაცვის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და თანხა 20 ათასი ლარით განსაზღვრა.
სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ყოფილი უფროსის, გია თვალავაძის ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის საქმეში ბევრი ახალი გარემოება არსებობდა, მათ შორის ის, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ორჯერ დამძიმდა.