26 დეკემბერი 2024,   17:28
ვრცლად
დააფიქსიროს პოზიცია ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის დასკვნაზე - ხოშტარია ზურაბიშვილს მიმართავს

ელენე ხოშტარია, მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს, ხორავას საქმეზე საგამოძიებო კომისიის დასკვნასთან დაკავშირებით პოზიციის დაფიქსირებას სთხოვს. 

განცხადება "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერმა დღეს გააკეთა. ხოშტარიამ საპრეზიდენტო კანდიდატისგან განმარტებები საგამოძიებო კომისიის დატოვებასთან დაკავშირებითაც მოითხოვა. 

დეპუტატის თქმით, ზურაბიშვილი იყო საგამოძიებო კომისიის წევრი, უშუალოდ გაეცნო საქმის მასალებს და ინფორმირებულია ყველა დეტალზე, თუმცა მან გადამწყვეტ მომენტში დატოვა კომისია.

ხოშტარია ამბობს, რომ იმ ფონზე, როცა ზურაბიშვილი თავად იყო აღშფოთებული პროკურორების უტიფრობაზე, კომისიის დატოვების შემდეგ, არანაირი განცხადება არ გაუკეთებია, არ მოუთხოვია ხელისუფლებისგან ქმედებები და არაფერი უთქვამს საბოლოო დასკვნაზე.

„მინდა მივმართო „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატს, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს, რომელიც რამდენიმე კვირის განმავლობაში, თვეების განმავლობაშიც კი იყო საგამოძიებო კომისიის წევრი. მან დატოვა კომისია ყველაზე საპასუხისმგებლო მომენტში, როდესაც ჩვენ უნდა დაგვედო დასკვნა და მოგვეთხოვა სახელმწიფოდან ქმედებები. თუ მას წარმოუდგენია, რომ ის იქნება საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც აიღებს პასუხისმგებლობას, რომელიც იბრძოლებს სამართლიანობისთვის, რომელიც გვერდზე დაუდგება ადამიანებს, თუ მას ესე წარმოუდგენია, რაც არის მანდატი პრეზიდენტის, დააფიქსიროს თავის პოზიცია და ასევე ახსნას, თუ რატომ გაიქცა ის საგამოძიებო კომისიიდან ყველაზე საპასუხისმგებლო მომენტში,“ - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

დღის ამბები