26 დეკემბერი 2024,   17:42
ვრცლად
ამომრჩეველი იტყვის იქნება პირველი ტური, თუ იქნება მეორე ტური, მე ამომრჩევლის იმედი და ნდობა მაქვს - ზურაბიშვილი 

„თუ იქნება მეორე ტური და მე ამომრჩევლის იმედი და ნდობა მაქვს,“ - ეს განცხადება, საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა სპორტის სასახლეში მხარდამჭერებთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა.

სალომე ზურაბიშვილი იმედოვნებს, რომ პირველივე ტურში გაიმარჯვებს. მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის განცხადებით, მისი პრეზიდენტობის შემთხვევაში საქართველო ევროპული ქვეყანა გახდება.

„ეს იმედი არის უფრო შორ ვადიანი, ეს არის იმედი, რომ საქართველო მართლაც გახდება ის ქვეყანა, რომელზედაც ჩვენ ვოცნებობთ, ევროპული, 21-ე საუკუნის ქვეყანა და ამის იმედის გადმოცემა მინდოდა იმიტომ, რომ მე ამის ძალიან მჯერა და ვარ დარწმუნებული, რომ ეს იქნება შედეგი ამ წლების. მე ველოდები პირველ ტურში ამომრჩევლის გადაწყვეტილებას და არც ერთ რეიტინგს. ამომრჩეველი იტყვის იქნება პირველი ტური, თუ იქნება მეორე ტური და მე ამომრჩევლის იმედი და ნდობა მაქვს,“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

დღეს სპორტის სასახლეში სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც მმართველი გუნდის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილი მთავრობის წევრებთან ერთად იმყოფებოდა.

დღის ამბები