26 დეკემბერი 2024,   17:25
ვრცლად
„გვახსოვს ჰაკიმ ფაშა, ჩოკუტაევი, არაერთი ასეთი ტიპის, ვითომ, ჩანაწერი, რომლის ავთენტურობა არ დასტურდება"- თინათინ ბოკუჩავა

„ჩვენ გვახსოვს ჰაკიმ ფაშა, ჩოკუტაევი, გვახსოვს არაერთი ასეთი ტიპის, ვითომ, რაღაც ჩანაწერი, რომლის ავთენტურობა არასოდეს არ დასტურდება,“- ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, თინათინ ბოკუჩავა უკრაინაში დარეგისტრირებულ ვებგვერდზე აუდიომასალის გამოქვეყნებას, რომელიც, ვებგვერდის მტკიცებით, მიხეილ სააკაშვილის და მისი ბიძის, თემურ ალასანია საუბარს ასახავს.

ოპოზიციის წარმომადგენელი მსგავსი ჩანაწერების გავრცელება ორი მიზნით ხსნის. თინათინ ბოკუჩავას ხელისუფლებას სურს, რომ გადაფაროს დანაშაულებრივი ქმედებები, ან ბიძინა ივანიშვილს უნდა, რომ ამომრჩეველზე წინასაარჩევნოდ ზეგავლენა მოახდინოს.  

„ისინი, როგორც ყოველთვის გამოიყენება ორი მიზნისთვის, ერთი - რომ გადაიფაროს ამ მთავრობის ან კრახი, ან რაღაც დანაშაულებრივი ქმედება, ან ივანიშვილის სურვილით, გავლენა მოახდინოს წინასაარჩევნოდ ამომრჩევლის ცნობიერებაზე,“- განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ.

აუდიომასალა ვებგვერდ დღეს გამოქვეყნდა. Data მონაცემებით, ეს ვებგვერდი 2015 წელს არის დარეგისტრირებული, თუმცა სამი წლის განმავლობაში უმოქმედო იყო და მასალები პირველად გუშინ ჩანაწერის გამოქვეყნებამდე რამდენიმე საათით ადრე აიტვირთა.

ჩანაწერში, თითქოს, მიხეილ სააკაშვილი და თემურ ალასანია ნიკა გვარამიას და ეკა კვესიტაძეზე საუბრობენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები