26 დეკემბერი 2024,   17:27
ვრცლად
ეს ხალხი არის ყველაფრის მკადრებელი - ჩუგოშვილი უკრაინაში დარეგისტრირებულ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ჩანაწერს ეხმაურება

„ეს ხალხი არის ყველაფერზე წამსვლელი იმისთვის, რომ ძალაუფლება ხელში ჩაიგდოს, აბსოლუტურად ყველაფრის მკადრებელი,“- ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი, უკრაინაში დარეგისტრირებულ ვებგვერდზე აუდიომასალის გამოქვეყნებას, რომელიც, ვებგვერდის მტკიცებით, მიხეილ სააკაშვილის და მისი ბიძის, თემურ ალასანია საუბარს ასახავს.

მმართველი გუნდის წარმომადგენლის თქმით, იმის დადგენა იკვეთება თუ არა სისხლის სამართლის ნიშნები, გამოძიების პრეროგატივაა.

თამარ ჩუგოშვილის შეფასებით, საქართველოში არეულობას და დესტაბილიზაციას მომავალი არ აქვს.

„სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები იკვეთება ამაში თუ არ იკვეთება, ეს უკვე არის გამოძიების საქმე. ეს ხალხი არის ყველაფერზე წამსვლელი იმისთვის, რომ ძალაუფლება ხელში ჩაიგდოს, აბსოლუტურად ყველაფრის მკადრებელი. მათი დამოკიდებულება ქართველი ხალხის და ქვეყნის მიმართ არის გასაგები, მაგრამ საქართველოში დესტაბილიზაციას, არც არეულობას, არც ქაოსს მომავალი არ აქვს,“- განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

აუდიომასალა ვებგვერდ დღეს გამოქვეყნდა. Data -მონაცემებით, ეს ვებგვერდი 2015 წელს არის დარეგისტრირებული, თუმცა სამი წლის განმავლობაში უმოქმედო იყო და მასალები პირველად გუშინ ჩანაწერის გამოქვეყნებამდე რამდენიმე საათით ადრე აიტვირთა.  ჩანაწერში, თითქოს, მიხეილ სააკაშვილი და თემურ ალასანია ნიკა გვარამიას და ეკა კვესიტაძეზე საუბრობენ.

 

 

 

 

 

 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები