04 მაისი 2024,   10:09
ვრცლად
პოლონეთის პროკურატურა მკვლელობაში ბრალდებულ საქართველოს მოქალაქეს ეძებს

პოლონეთის პროკურატურამ უკვე გასცა 28 წლის ქალის მკვლელობაში ეჭვმიტანილის დაპატიმრების ორდერი.

1979 წელს დაბადებული მამუკა ხეცურიანი საქართველოს მოქალაქეა. მან დანაშაულის ჩადენის შემდეგ დატოვა ქალაქი ლოძი და 21 ოქტომბერს გადაკვეთა უკრაინის საზღვარი.

შესაძლოა, ის უკვე საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფება. ამა­ვე საქ­მე­ზე უკვე და­კა­ვე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს კიდევ ორი და ბე­ლო­რუ­სის ერთი მო­ქა­ლა­ქე.

მათ ბრალი ცრუ ჩვენების მიცემასა და დანაშაულის შეუტყობინებლობაში ედებათ. სასამართლომ საქართველოს ერთ მოქალაქეს სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

დღის ამბები