09 დეკემბერი 2024,   11:18
ვრცლად
არჩევნების გაყალბება - გაერთიანებულმა ოპოზიციამ ამომრჩევლის ხმების დასაცავად სტრატეგია შეიმუშავა

„ჩვენ განსაკუთრებით პირველი და მეორე ტურის შუალედში საშინელ კატასტროფაში მოვხვდით, მოსყიდვა, დაშინება, ფიზიკური ანგარიშსწორება, გაყალბება,“ - ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა არჩევანის პირდაპირ ეთერში განაცხადა.

გიორგი ვაშაძის თქმით, პირველ რიგში, გაყალბების წინააღმდეგ მთავარია ხალხის ძალა და ამომრჩევლის აქტიურობა.

გაერთიანებული ოპოზიცია ამტკიცებს, რომ არჩევნების გაყალბების ნებისმიერი მეთოდისთვის მზად არის და აღკვეთს მას.

მათ არჩევანის პირდაპირ ეთერში პრეზენტაცია წარადგინეს და იმ სტრატეგიაზე ისაუბრეს, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის შემუშავდა.

ოპოზიციამ ხელისუფლების მიერ არჩევნების გაყალბების მექანიზმები კატეგორიად დაყო, მათ შორის ერთ-ერთია ამომრჩევლის მოსყიდვა, რისთვისაც ოპოზიციას მობილური ჯგუფი ჰყავს, რომელიც დარღვევბის ფაქტებზე ვიდეოებს იღებს.

გაერთიანებული ოპოზიციის ინფორმაციით, მმართველი გუნდი არჩევნების გაყალბებას ყალბი დოკუმენტაციითა და პირადობის მოწმობებით ცდილობს. ვაშაძის თქმით, ოპოზიცია ამ საკითხს ყურადღებით დააკვირდება.

გიორგი ვაშაძის განცხადებით, გაყალბების ერთ-ერთი მექანიზმი ე.წ. კარუსელია, რის აღსაკვეთად ოპოზიციას მობილური ჯგუფი ჰყავს.

ახალი საქართველოს წევრმა, პაატა მანჯგალაძემ, არჩევანის პირდაპირ ეთერში გადასატან ყუთებთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება ამით ცდილობს არჩევნების გაყალბებას, რასაც ოპოზიცია არ დაუშვებს.

გაერთიანებული ოპოზიციის განმარტებით, ვებგვერდზე ertoba2018.ge-ზე დარღვევბის შესახებ შეტყობინებები იგზავნება.

იურისტ დავით ჯანდიერის თქმით, სპეციალისტების ჯგუფი კი დაადგენს, თუ სამართლებრივად რა პრობლემები წამოიჭრა, რა დარღვევებს ჰქონდა ადგილი და რა რეაგირება შეიძლება მოჰყვეს. მისი განცხადებით, იურისტთა ჯგუფი გასამმაგებულია.

დღის ამბები