09 დეკემბერი 2024,   11:21
ვრცლად
„მე დღეს აქ ვაცილებ საქართველოში უსამართლობის ბოლო ღამეს" - პაატა ბურჭულაძე რუსთაველის გამზირზე იმყოფება

„მე დღეს აქ ვაცილებ საქართველოში უსამართლობის ბოლო ღამეს,“ - ამის შესახებ მსოფლიო ბანმა, პაატა ბურჭულაძემ, არჩევანის პირდაპირ ეთერში პარლამენტის შენობის წინ განაცხადა.

ის აპირებს, რომ შვილმოკლულ მამებთან ერთად, რუსთველის გამზირზე ღამე გაათიოს.

პაატა ბურჭულაძე საქართველოში პარიზიდან საგანგებოდ ჩამოვიდა. ის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე გრიგოლ ვაშაძის გამარჯვებაში დარწმუნებულია. მისი თქმით, ხვალ სალომე ზურაბიშვილი დამარცხდება.

„წარმოუდგენელია, ასე შეტენო ხალხს პრეზიდენტი, ხალხი ამას არ მიიღებს, ჯარი ამას არ მიიღებს, თითონ იმას რათ უნდა, ეს ხომ შეტენვაა, ეს ხომ არჩევნები არ არის,“ - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

დღის ამბები