10 ივლისი 2020,   10:11
ვრცლად
ქართულმა საზოგადოებამ აჩვენა ძალიან კარგი სიმწიფე - ივანიშვილი ეგზიტპოლებს ეხმაურება

არჩევნების მეორე ტურის ეგზიტპოლს ქართულ ოცნებაში გამოეხმაურნენ. შტაბთან შეკრებილები არიან სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერას და შედეგებს აღნიშნავენ.

ბიძინა ივანიშვილმა განცხადება შტაბში გააკეთა და აღნიშნა, რომ მოსახლეობამ სწორად გაიგო ის გზავნილები, რაც მმართველ გუნდს ჰქონდა. მისი თქმით, ამომრჩეველს რევანშის შეეშინდა.

ქართული ოცნების თავმჯდომარემ საზოგადოებას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. 

„რამდენადაც ეს ჩვენი შიდა კვლევა აღარ გახლავთ, უცხოელი კომპანია მოვიწვიეთ, თანაც, ჩვენი კონკურენტის მიერ დაქირავებული კომპანიაც აცხადებს ეგზიტპოლს და შესაძლებელია, რეაქცია გავაკეთოთ შესატყვისი, მადლობა გადავუხადოთ ჩვენს ამომრჩეველს, მთლიანად ჩვენს საზოგადოებას. ამომრჩეველმა, ჩვენმა საზოგადოებამ გააცნობიერა საკუთარი ძალა, კარგად გაიგო, რომ მის ხელშია ბერკეტები და რეაქცია ადეკვატური გააკეთა. მეც ვიგრძენი ის, რაც საზოგადოებამ იგრძნო, ქართულმა საზოგადოებამ აჩვენა ძალიან კარგი სიმწიფე. მე, რაც დაგპირდით ყველაფერს გავაკეთებ, მაქსიმუმს შევეცდები და გაჩვენებთ, რომ თქვენ გეყოლებათ ხელისუფლება, რომელიც იქნება თქვენს სამსახურში,“- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 

დღის ამბები