გამთენიისას თბილისში "ჯეოსელის" ოფისი გაქურდეს. შემთხვევა მარჯანიშვილზე, ერთ-ერთ ფილიალში მოხდა. დამნაშავებმა შენობაში შესვლა ცენტრალური კარიდან მოახერხეს, წაღებულია მობილური ტელეფონები.
ზარალის ზუსტი ოდენობა ჯერჯერობით ცნობილი არ არის.
ზარალის ზუსტი ოდენობა ჯერჯერობით უცნობია. ადგილზე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები. მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე, ქურდობის მუხლით აღიძრა. მიმდინარეობს გამოძიება. წინასწარი ინფორმაციით, დანაშაული სავარაუდოდ არასრულწლოვანმა ჩაიდინა.